четверг, 22 октября 2015 г.

გადაშენების გზაზე მყოფი ზოგიერთი ცხოველები

მთიხვი - ძუძუმწოვარი ცხოველი, მწერიჭამიების რიგისა.უძველესი რელიქტიური სახეობა.გვხვდება მხოლოდ ყოფილ ს.ს.რ.კ-ის ტერიტორიაზე .გავრცელებულია მდინარეების ვოლგის, დონისა და ურალის აუზებში.ბინადრობს სოროებში. იკვებება მოლუსკებით, წვრილი თევზებით, მწერებით, წურბელებით. ბეწვი მტკიცე და მაღალხარისხოვანია.მისი რიცხვი მკვეთრად მცირდება.
მდინარის თახვი- აზიური  ამ სახეობათა ჯგუფი შემონახულია ჩრდილო ურალში და ენიესის ზემო წელში.
ვეფხვი-  თურანის ვეფხვის სახეობა, რომელიც ცხოვრობს შუა აზიასა და კავკასიაში. ცოტა რაოდენობით გვხვდება რუსეთის ტერიტორიაზე, 150-მდე სული. ვეფხვი ამურის სახეობისაა, რომლებიც ცხოვრობენ შორეული აღმოსავლეთის სამხრეთით.
ჯიქი- თოვლის  შემორჩენილია 1000-მდე სული. პამირის, ტიანშანი და ალტაის მთებში.
ლეოპარდი-  გვხვდება მცირე რაოდენობით შორეული აღმოსავლეთის სამხრეთით.

ავაზა-  ერთეული სახეობები შემონახულია თურქმენეთის ტერიტორიაზე და ასამდე რაოდენობით არალის ზღვის სანაპიროზე.
ფოცხვერი- ველის  ასეული რაოდენობით გვხვდება ყარაყუმისა და შუა აზიის უდაბნოებში.
ვირი- გარეული  ათასი რაოდენობით გვხვდება თურქმენეთის ტერიტორიაზე და ასამდე რაოდენობით არალის ზღვის სანაპიროზე.
ირემი- ბუხარის  შემონახულია 900-მდე რაოდენობით, შუა აზიის სამხრეთით, ძირითადად ნაკრძალებში.
ჯეირანი-  რამდენიმე ათასი სული გვხვდება აზერბაიჯანის უდაბნოებში, ნაკრძალეში და შუა აზიის რესპუბლიკებში.
გორალი-  დაახლოებით 300 ათასი სული. იმყოფებიან სიხოტე ალინის ზღვისპირა რაიონებში, ლაზოვის ნაკძალებში, შორეულ აღმოსავლეთში.
რქებიანი თხა- გრეხილ  ცხოვრობენ ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის მთებში.შემონახულია ათასამდე სული.
ცხვარი- მთების  გავრცელებულია კავკასია კავკასიაში, თურქმენეში, ბუხარაში, ალტაის რაიონებში. გვხვდება მცირე რაოდენობით. სხვა სახეობები ეკუთვნის B კატეგორიას, რომელიც გვხვდება ტიან-შანში, ყაზახისტანში, ყიზილყუმში.
ზუბრი - ტყის დიდი ხარი. დაახლოებით 150 სული წმინდა სისხლის. გვხვდება ბელორუსიის ტერიტორიაზე: ნაკრძალებში და საშენე მეურნეობაში. 350 სული დაახლოებით კავკასიური სახეობისაა.
მგელი- წითელი  მცირე რაოდენობით გვხვდება რუსეთის სამხრეთ მხარეებში. ტიანშანიდან და პამერიდან დაწყებული ალტაამდე და შორეულ აღმოსავლეთამდე.
კვერნა-  გვხვდება მშრალ ველებზე და უდაბნოებში, კავკასიიდან დაწყებული ალტაიმდე. მისი გავრცელების არეალი სწრაფად მცირდება.

დათვი- რუხი  ორი სახეობა გვხვდება ტიანშანში
დათვი თეთრი - გვხვდება ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე, დაახლოებით ხუთიათასი.  
აფთარი ზოლებიანი - გვხვდება კავკასიაში, თურქმენეთის და ტაჯიკეთის სამხრეთით. არიან მცირე რაოდენობით.
ტყის კატა ევროპული  - გვხვდება მოლდოვეთში, ჩრდილო დასავლეთ ევროპაში კარპატების ტყეების გარდა, სხვაგან ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება.

მანული - მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახიდან. ფერად მურა-ყვითელი. დაფარულია გრძელი ბეწვით. გვხვდება ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, ტუვის და იმიერბაიკალეთის სამხრეთით. გვხვდება ველებსა და ნახევარუდაბნოებში. მცირერიცხოვანია. საკვებად გამოდის შებინდებისას და ღამით იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით და ხვლიკებით.
წავი ზღვის  - ორი სახეობა, რომელიც გვხვდება წყნარი ოკეანის ჩრდილო ნაწილში. ამოწყვეტის საზღვარზე იყო. ამჟამად მათი რიცხვი სამიათასს აღწევს. ძვირფასი ბეწვის გამო ხშირია მასზე ნადირობა.
კურული სელაპი რუხი  - მცირე რაოდენობით გვხვდება კოლის ნახევარკუნძულზე. ფინეთის ყურეში, მეორე სახეობა გვხვდება წყნარი ოკეანის ჩრდილო ნაწილში.
ნერპა ლადოგის - სელაპის სახეობა. ბინადრობს არქტიკაში, ლადოგის ტბაში, ბაიკალში, კასპიის ზღვაში და სხვა.
მიწის ჩრდილოეთის ირემი ახალი - გვხვდება მცირე რაოდენობით. მოითხოვს სპეციალურ დაცვას.
ლაქებიანი ირემი- გვხვდება შორეული აღმოსავლეთის სამხრეთით. 300-მდე სული. შემონახულია ლაზოვის ნაკრძალებში.
ჯიხვი- გვხვდება კავკასიის მთებში. კოპეტდახში, თურქმენეთში. რიცხოვნება ყოველდღე მცირდება. 
ქურციკი- გვხვდება რუსეთის ტერიტორიაზე. უფრო მეტად ზამთარში. მცირე ჯგუფებად გვხვდება მონღოლეთიდან დაწყებული, ჩუვაშეთის ველების გასწვრივ. ტუვის რესპუბლიკის გავლით, ბაიკალის ტბის ჩათვლით.